შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთები გამოუშვას-იმნაძე ქართულ პირბადეებზე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141215 შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთები გამოუშვას, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე- ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ქართული წარმოების პირბადეების დიზაინთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას. იმნაძის განმარტებით, პირბადეები ფუნქციურად თავის დანიშნულებას ასრულებს. "მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთები გამოუშვას, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობით, რომლებიც არსებობს ბაზარზე, რომელიც იყო მსოფლიოში. მსოფლიოში დღეს ყველგან დეფიციტია. მე, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე პირბადით, ამის დიზაინი უკეთესია, " - განაცხადა პაატა იმნაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი სამსახური მსგავსი ნიღბებით მუშაობდა და ქართული წარმოების პირბადეები ყველა სტანდარტს შეესაბამება.
0