გაგრის რაიონში კომენდანტის საათის სამოცდაათი დარღვევა დაფიქსირდა

0
კომენდანტის საათი გაგრის რაიონში მოქმედებს 20:00 საათიდან 07:00 საათამდე, საგანგებო რეჟიმი 8 აპრილს დაინერგა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი აღმოაჩნდა გაგრის ერთ–ერთ მკვიდრს. გაგრის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილის 20:00 საათიდან 10 აპრილის 07:00 საათამდე, ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებების თანამშრომლებმა, გაგრის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოსთან ერთად, დაადგინეს დადგენილი რეჟიმის 70 დარღვევა, იუწყება აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. ”ქალაქ გაგრაში დააკავეს 27 მანქანა, 10 სოფელ ცანდრიფში, პიცუნდაში ერთი მანქანა დგას საჯარიმო გაჩრებაზე, ხოლო სოფელ ბზიფში დამკვიდრებული რეჟიმის დარღვევისთვის 16 მანქანა გადაადგილდა ავტოსადგომზე. კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის, 16 მოქალაქე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში - რვა მამაკაცი გაგრაში, ოთხი სოფელ ცანდრიფში და ოთხი პიცუნდაში. დაკავებულები განთავისუფლდნენ დილის 7 საათზე" - ნათქვამია განცხადებაში. კომენადანტის საათის დროს მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში, საჯარო დაწესებულებებში ან სახლის გარეთ ყოფნა. კომენდანტის რეჟიმი ასევე მოქმედებს გალში. იგი დაინერგა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ საბერიოს მაცხოვრებელს.
#კომენდანტისსაათი
#კორონავირუსი
#SokhumiDaily
0