ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა - "რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი"

0
მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლენ­ტე­ხი სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნად გა­მო­ცხად­და და ჩა­ი­კე­ტა. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესს­პი­კერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. ჩი­ქო­ვა­ნის თქმით, ლენ­ტეხ­ში და­წეს­დე­ბა ზუს­ტად ის რე­ჟი­მი, რაც ბოლ­ნი­სი­სა და მარ­ნე­ულ­ში მოქ­მე­დებს. "დღეს ლენ­ტე­ხის რა­ი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და შიდა გა­და­ცე­მის ოთხი ახა­ლი ფაქ­ტი, რაც გვაძ­ლევს იმის გათ­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ჩვენ უფრო ოპე­რა­ტი­უ­ლი და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ვა­ტა­როთ ამ რა­ი­ონ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის და მე­დი­კო­სე­ბის რჩე­ვით, ასე­ვე მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ლენ­ტე­ხის რა­ი­ონ­ში ამოქ­მედ­დეს სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ლენ­ტე­ხის რა­ი­ონ­ში ამოქ­მედ­დე­ბა ზუს­ტად ის რე­ჟი­მი, რაც დღეს­დღე­ო­ბით არის ბოლ­ნი­სი­სა და მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნებ­ში.
#ლენტეხისმუნიციპალიტეტი
#კორონავირუსი
0