პანდემიის შემდეგ, განვითარების ახალი ეპოქა შესაძლოა აზიიდან დაიწყოს

0
Covid-19-მა მთელი მსოფლიოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ ეტაპზე, აზია პირველი რეგიონია, რომელმაც ეს ცვლილებები საკუთარ თავზე პირადად იწვნია და ახლა ამ კრიზისიდან გამოდის. აშკარაა, რომ კორონავირუსმა გლობალურ ეკონომიკას დიდი თავსატეხი გაუჩინა. აშშ-სა და ევროპაში, Covid-19-ის წინააღმდეგ გაწეული აქტივობები, დიდი ალბათობით, ყველაზე დიდი ეკონომიკური აქტივობის შენელების წინაპირობაა, “დიდი დეპრესიის” პერიოდიდან მოყოლებული. სანამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა უპირატესია, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ფინანსური მდგომარეობა. დღესდღეობით, ძალიან მნიშვნელოვანია პასუხების ცოდნა ამ კითხვებზე: რა გავლენა მოახდინა Covid-19-მა ბიზნესზე? რა გზა გვაქვს გასავლელი ნორმალურ ცხოვრებამდე? როგორი იყო რეაგირება კორონავირუსის აფეთქებისას და რა სამომავლო გამოწვევების წინაშე ვართ? დისტანციურად მუშაობის გეგმა: რა გვასწავლა ჩინეთის გამოცდილებამ? აზიური ქვეყნები, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ორმაგ მისიაზე არიან ორიენტირებულნი. ასეთ ადრეულ ეტაპზე, რთულია ეკონომიკური გავლენის შეფასება. კომპანია McKinsey-ის სიმულაციების ზოგიერთი სცენარის მიხედვით, გლობალური მშპ, 2020 წლის მეორე კვარტლამდე, შეიძლება შემცირდეს 4.9%-6.2%-ით. მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშში ნახსენებია, რომ უარეს შემთხვევაში, ჩინეთიე ეკონომიკა 0.1%-ით შენელდება და რეგიონი 11 მლნ ადამიანი გაღარიბდება. მნიშვნელოვანია, რომ აქ, პირველ რიგში, ჰუმანიტარული პრობლემა დგას. 2019 წლის მონაცემებით, აზიაში მსოფლიო პოპულაციის 60% ცხოვრობს და მათგან 35% მსოფლიოს უღარიბეს ნაწილს მიეკუთვნება. ამდენად, პანდემია ამ ადამიანებისთვის რთული გადასატანი იქნება. ამის მიუხედავად, აზიას უკვე აქვს გადატანილი კრიზისები და მათ შედეგად, გაძლიერდა კიდეც, ასე რომ, შეიძლება ამ გამოწვევასაც გაუმკლავდეს. ჩნდება კითხვა, პოსტმანდემიურ მსოფლიოში, შეუძლიათ თუ არა აზიურ ერებსა და კომპანიებს ახალი რეალობის განსაზღვრა? რამდენად მდგრადია აზია რყევების მიმართ? კვლევებით დასტურდება, რომ ეკონომიკის განვითარების კუთხით, აზიას კარგი შედეგები აქვს. კვლევის 50 წლიანი პერიოდის განმავლობაში, ამ შვიდმა ქვეყანამ შეძლო მშპ-ს 3.5%-ით გაზრდა: კონტინენტური ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ინდონეზია, მალაიზია, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. ის ქვეყნებიც კი, რომლებსაც 1997 წელს, აზიის ფინანსური კრიზისი მწვავედ შეეხოთ, ნორმალურ მშპ-ს ორიოდე წელიწადში დაუბრუნდნენ და შემდეგ, 2008 წლის კრიზისს ბევრად მომზადებულნი დახვდნენ. არასტაბილურ სამყაროში, აზიური კომპანიები დინამიკურობის, სისწრადისა და მოქნილობის მაღალ დონეს აჩვენებენ. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ დღეს, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 43%-ს შტაბბინა სწორედ აზიის ბაზაზე აქვთ. Covid-19-ის აფეთქება აზიაში დაიწყო და იმის მიუხედავად, რომ ამის რისკი კვლავაც არსებობს, ჩინეთში ამბობენ, რომ ყოველწლიური აქტივობა ნორმას უბრუნდება. საცობებიც განახლდა (და შესაბამისად, ჰაერის დაბინძურებაც დაუბრუნდა წინამდებარე ნიშნულს) და უძრავი ქონების გაყიდვაც კვლავინდებურად აქტიურია. ჩინელი მომხმარებლების კვლევის შედეგებით, ისინი “ფრთხილი ოპტიმიზმით” ეკიდებიან სიახლეებს და თანდათან უძლიერდებათ ნდობა ბაზრის მიმართ. ხოლო, რაც შეეხება ჯანმრთელობას – ამ დროისათვის, ჩინეთის, სინგაპურისა და სამხრეთ კორეის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა წარმატებულად მიიჩნევა. სამხრეთ აზია და ინდოეთი კვლავაც ებრძვიან ვირუსს, ამის მიუხედავად, მაინც არაა გამორიცხული, რომ სიტუაციის დალაგება აზიიდან დაიწყოს. რა განსაზღვრავს ნორმას, პანდემიის დასრულების შემდეგ? ასეთი მასშტაბური შოკი, ბევრი მიმართულებით შეცვლის ბიზნესს, საზოგადოებას და გლობალურ ეკონომიკასაც. მაგალითად, შესაძლოა, უკონტაქტო შოპინგი გახდეს მომხმარებლებისთვის ახალი პრიორიტეტი. ასევე, შეიძლება სადისტრიბუციო ჯაჭვი შეიცვალოს და მოწყვლადი ფაქტორების აღმოფხვრაზე იმუშაოს. დაგვჭირდება სოციალური შეთანხმებების გადაფასება სახელმწიფოს როლი, კრიზისის პერიოდში, ძალიან დიდია. მან უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები. საზოგადოება და ბიზნეს სფერო სწრაფად უნდა მოერგოს ცვლილებებს. შესაძლოა, სამომავლოდ, ეპიდსიტუაციის განსასაზღვრად, ციფრული დაკვირვებები გამოიყენონ. ჰონგ-კონგში, აპლიკაციების საშუალებით ადევნებენ თვალს კარანტინს. გაიზარდა თანამშრომლობის ხარისხი კერძო და საჯარო სექტორს შორის. სახელმწიფოც, ცდილობს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ნდობას შეუწყოს ხელი. მომავლის სამუშაოს და მოთხოვნების განსაზღვრა კრიზისმა შექმნა ახალი ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა, ელექტრონული კომერციით დაწყებული, დისტანციური მუშაობით დამთავრებული. ჩინეთში აქტიურად გამოიყენება დისტანციური მუშაობის ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა DingTalk, WeChat Work, Tencent Alibaba… ამათგან, მაგალითად, DingTalk-ს მოუწია დაემატებინა 20 000 ღრუბლოვანი სერვერი, ტრაფიკის შესანარჩუნებლად. ჩინეთის განათლების სამინისტრომ ღრუბლოვანი სივრცე გამოიყენა ვირტუალური საკლასო ოთახების შესაქმნელად, რათა 50 მლნ სტუდენტისთვის განათლების მიწოდება დისტანციურად შეძლებოდა. ციფრული პროდუქტებისადმი მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა სამხრეთ კორეაში, სადაც ონლაინ მაღაზია Coupang-მა რეკორდული რაოდენობის 3, 3 მლნ პროდუქტი განათავსა, ხოლო გაყიდვები 98%-ით გაიზარდა. ჩინეთში, მიტანის სერვისი 400%-ით გაიზარდა. 2019 წელს, მკვლევარებმა შენიშნეს, რომ აზია აქტიური განვითარების ფაზაშია და ეს შორს მიმავალი ტრაექტორიაა. მოსალოდნელია, რომ 2040 წლისთვის, აზია მსოფლიო წარმოების 40%-ს და მსოფლიო მშპ-ს 52%-ს აიღებს საკუთარ თავზე.
#აზია
#პანდემია
#კორონავირუსი
tbilisi თბილისი
0