ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს. როგორც BBC იუწყება, გარდაცვლილები სავარაუდოდ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.
დრონით გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ მარხავენ სპეციალურად ჩაცმული ადამიანები გვამებს დიდ ორმოში. კადრები Hart Island-შია გადაღებული. სავარაუდოდ ასე იმ ადამიანებს კრძალავენ, ვისაც არავინ მიაკითხა.
უკანასკნელი მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში, კორონავირუსით სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ნიუ იორკში დაახლოებით 162, 000 ადამიანია კოვიდინფიცირებული, აქედან 7, 067 ადამიანი გარდაიცვალა.
#politics
#news
#opinion
#photo
#coronavirus
Tbilisi
Batumi
Kutaisi
Sokhumi
Zugdidi