თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული. მისივე თქმით, ის ე.წ. მარნეულის კლასტერიდან არის.
ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს. დღეს კი ცხრა პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველას შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს.
მისივე განმარტებით, კლინიკაში რჩება ერთი ძალიან მძიმე პაციენტი, ხოლო ექვს აქვს საკმაოდ მძიმე პნევმონია, თუმცა სტაბილურობა შენარჩუნებულია.
„პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ძალიან მძიმე პაციენტი დაგვრჩა მხოლოდ ერთი და დანარჩენი ექვსი არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით. თუ ამ პაციენტებთან დაავადება პროგრესირებას გააგრძელებს, შეიძლება, დამძიმდნენ, მაგრამ იმდენი დღეა, სტაბილიზაცია მიღებული გვაქვს, იმედია, მათთან თანდათან დაიწყება გამოჯანმრთელების პერიოდი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
3ინფიცირებული
#მარიანეზუგბაია
#tbilisidialy