იუვენტუსი ჰოლანდის გაფორმებას გეგმავს

ByM.m.m.Georgia
0
Calciomercato-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ნორვეგიელი შემტევი, ერლინგ ჰოლანდი იუვენტუსის ინტერესთა სფეროში მოხვდა. იტალიელ ჟურნალისტთა ცნობით, ტურინული გრანდი 19 წლის ფორვარდის გაფორმებას ზაფხულში გეგმავს. როგორც ცნობილია, "ბებერი ქალბატონის" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჰოლანდის გაფორმებას პირადად ცდილობდა, თუმცა ფეხბურთელმა გერმანული კლუბი აირჩია. ამჯერად იტალიური კლუბის მესვეურები განსხვავებულ გარანტიებსა და გაუმჯობესებულ პირად კონტრაქტს ამზადებენ, რათა ნორვეგიელი შემტევი საბოლოოდ მოთაფლონ. შეგახსენებთ, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა 8-ჯერ ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
#ჰოლანდი
#დორტმუნდი
#იუვენტუსი
#ტურინი
#ბორუსია
#გერმანია
#იტალია
#ფეხბურთი
#სპორტი
#სერიაა
#ბუნდესლიგა
#ტრანსფერი
#სიახლე
#haaland
#dortmund
#borussia
#juventus
#turin
#borussia
#germany
#italy
#football
#sport
#seriaa
#bundesliga
#transfers
#news
ByM.m.m.Georgia
0