3 votes
0 comments
0 shares
Save
თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა
98 views
TV Imedi
Tbilisi · 3 months ago

თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა
imedinews.ge
TV Imedi
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ (www.eyca.org) წევრი გახდა
თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა. ასოციაციის წევრობა საქართველოს დედაქალაქს ანიჭებს უფლებას, ევროპის ახალგაზრდული ბარათი ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე გასცეს. მათი ინფორმაციით, ბარათის საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლებით ისარგებლონ. ბარათის მფლობელები ფასდაკლებას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: მოგზაურობა, სასტუმროები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები, ქსელური მაღაზიები და სხვ. „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაცია“ 1987 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე, ასოციაცია ევროპის 36 ქვეყანაში 40 ორგანიზაციას აერთიანებს და გაცემული აქვს 6 მილიონი ბარათი. ბარათის მთავარი მიზანი სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებით, ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერაა. საქართველო ასოციაციის 37-ე ქვეყანა გახდა და მას ორგანიზაციაში თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების (EuropeanYouthCardAssociation) სახით, თბილისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, რომელსაც ბარათის გაცემის ექსკლუზიური უფლება გააჩნია. საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ბართის გაცემა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება“, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.#თბილისის #ბარათი #ევროპისასოციაცია #ორგანიზაცია #tbilisidaily
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა
თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა
თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა
თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა
TV Imedi
Tbilisi · 1 month ago
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა
ამერიკის ხმა
Tbilisi · 1 week ago
ევროპის ციფრული სარეკლამო ასოციაციის ჯგუფი "ეფლს" აკრიტიკებს
"ეფლს" ევროპული ციფრული სარეკლამო ასოციაციის ჯგუფი აკრიტიკებს. მიზეზი გასულ კვირას "ეფლის"მიერ აიფონისთვის და აიპედისთვის პროგრამული ცვლილებაა, რომლითაც ეფლის და აიფონის მომხმარებლები სანამ რეკლამას ნახავენ, ან სხვა კომპანიის მიერ შექმნილ აპლიკაციას გადმოწერენ, დამატებითი თანხმობა უნდა განაცხადონ, რომ მათ სურთ ამ ქმედების განხორციელება. ახალი ოპერატიული სისტემის მიზანი მომხმარებლის უფლებების დაცვაა, თუმცა ამას სარეკლამო ასოციაცია კომპანიის მხრიდან დამატებით შეზღუდვად აღიქვამს სხვა მწარმოებლების კონტენტის მიმართ. საუბარია სხვა კომპანიების მიერ შექმნილ აპლიკაციებზე და რეკლამებზე. მეტიც, ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ირღვევა მომხმარებელთა კონფიდენციალურობის ევროპული წესები და იზღუდება სხვა კომპანიებისა და სარეკლამო კამპანიების ინტერესები. 16 მარკეტინგული ასოციაცია ამბობს, მომხმარებელს უნდობლობა გაუჩნდება კონკრეტული რეკლამების ან აპლიკაციების მიმართ, თუ მათ "ეფლი" ორჯერ მოსთხოვს დასტურს იმისთვის, რომ ეს ქმედება განახორციელონ. რეალურად "ეფლი" სხვა კომპანიების მიერ შექმნილ პროგრამებზე აქამდეც აძლევდა გაფრთხილებას მომხმარებლებს, რომ ეს იყო სხვა კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამა და ჰქონდა თუ არა სურვილი მას რომ ამ პროგრამის ვებგვერდზე გადასულიყო და დაეყენებინა მის მოწყობილობაში. თუმცა როგორც ჩანს, ახლა ეფლი კიდევ ერთხელ შეახსენებს მომხმარებელს, რომ პროგრამა რომელსაც ის იყენებს ან ფიქრობს, რომ გამოიყენოს, რეალურად სხვა კომპანიის მიერ არის შექმნილი და მოითხოვს დასტურს კიდევ ერთხელ მის ქმედებაზე. "ეფლი" მის მოწყობილობებში სხვა მწარმოებლების მიერ შექმნილ კონტენტზე არც ადრე არ იღებდა პასუხისმგებლობას და როგორც ჩანს ახლა ეს მიდგომა უფრო მკაცრდება. შესაბამისად, ევროპული ციფრული სარეკლამო ასოციაციის ჯგუფს მიაჩნია, რომ "ეფლი" ზღუდავს მის მოწყობილობებში სხვა მწარმოებლების შექმნილი პროდუქტების დაყენებას რაც მათ არაკონკურენტულ გარემოში აყენებს.#ახალი_ამბები #მეცნიერება_და_ტექნოლოგიები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi · 1 week ago
ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებიდან" არჩეული დეპუტატი "ევროპული საქართველოს" წევრი გახდა
ბათუმის საკრებულოს წევრად „ქართული ოცნებიდან“ არჩეული თემურ კახიძე პარტია „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა. ოპოზიციური პარტიის ახალი წევრი დღეს ბათუმში წარადგინა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ. თემურ კახიძე, რომელიც თვითმმართველობის ბოლო, 2017 წლის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-11 ნომერი იყო, ბათუმის საკრებულოს წევრი 2019 წლის აპრილში გახდა, მას შემდეგ, რაც სიის მე-10 ნომერმა ირაკლი მიქელაძემ საკრებულო საკუთარი სურვილით დატოვა. კახიძე ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. როგორც თემურ კახიძემ განაცხადა, საკრებულოს წევრად რჩება, თუმცა, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კახიძე ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოში“ მისთვის მისაღები ღირებულებების გამო გაწევრიანდა. ოპოზიციური პარტიის წევრად თემურ კახიძის ოფიციალურად წარდგენამდე „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თემურ კახიძე პარტიიდან და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხულია „მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით“. თემურ კახიძემ ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად 2019 წელს, საპროტესტო აქციების ფონზე, მხარი დაუჭირა პროექტ „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გენერალურ გეგმას. პროექტს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ზონაში ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა წევრმა დღეს თქვა, რომ პროექტ „რივიერას“ განხორციელებას მხარს ისევ უჭერს.#ახალი_ამბები#twitter
Mediamall
Tbilisi · 1 month ago
ათბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის წევრი გახდა
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
ქართველი მოთამაშე „დოტა 2“-ის ტოპ გუნდის წევრი გახდა
ვიდეო თამაშ „დოტა 2“-ში (Dota 2) ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და დომინანტი გუნდი „ოუ ჯი“-ს (OG) წევრი და „მიდლეინერი“ ქართველი მოთამაშე ირაკლი „W1sh“ პერანიძე იქნება. კორონავირუსის პანდემიის გამო, გუნდის ძირითადი „მიდლეინერი“ ტოპიას „Topson“ ტაავიტსაინენი კარანტინშია და შესაბამისად, ვერ ახერხებს საკუთარ გუნდს მომავალ ტურნირებზე დაეხმაროს. იგივე პრობლემა აქვს იეიკ „MidOne“ ნაი ჟენგსაც. სწორედ მათ ნაცვლად ითამაშებს ირაკლი პერანიძე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. Dota 2 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაშია, რომელიც უმსხვილეს კომპანია Valve-ს ეკუთვნის. Dota 2 ე.წ. MOBA-ს ანუ მასობრივი ონლაინ საბრძოლო არენის ტიპის თამაშია. თავად ორგანიზაცია „ოუ ჯი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა და 2018 და 2019 წლებში „დოტა 2“-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის „ინტერნეიშენალის“ გამარჯვებული გახდა. „დოტა 2“-ის გარდა, ორგანიზაციას გუნდები ვიდეოთამაშებში „ქაუნთერ სთრაიქი“ (CS:GO) და „სუპერ სმეშ ბროს.“ (Super Smash Bros.) ჰყავს. #ქართველიმოთამასე #დოტა2 #ოიჯი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი საზღვაო რეგიონების კავშირ ,,CPMR“-ის წევრი გახდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი გახდა. ,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას. აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 1973 წელს, რომელიც ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება, სამეზობლო და საზღვაო პოლიტიკა. ,,CPMR“-ს დიდი წვლილი შეაქვს რეგიონული განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში. ,,CPMR“ არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და ეხმარება რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში. ,,აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რაც მოგვცემს მეტ შესაძლებლობას ,,CPMR“-ის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. გვაქვს შესაძლებლობა, ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმძღვანელობით დაფუძნებულ „ინოვაციურ პარტნიორობა“-ში ჩართვის, საზღვაო საქმიანობის, ტურიზმის, სავაჭრო ურთიერთობებისა და „ლურჯი ეკონომიკის“ გაღრმავების საკითხებში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიანობას და განვითარების დონეს“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა. სამეგრელო-ზემო სვანეთი ,,CPMR"-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ,,შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (BSEC), ,,შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრთან“ (ICBSS) და ,,საზღვაო ინსტიტუტების შავი ზღვის ასოციაციასთან“ (BSAMI). ორგანიზაციის წევრები არის საფრანგეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ესტონეთის, უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების საზღვაო რეგიონები. გასული წლის ოქტომბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ,,CPMR“-ის 47-ე გენერალურ ასამბლეას დაესწრო. საერთაშორისო კონფერენცია იტალიაში, კერძოდ კი პალერმოში გაიმართა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისა და „CPMR“-ის თანამშრომლობა, რასაც საბოლოოდ რეგიონის ორგანიზაციაში გაწევრიანება მოყვა.
On.ge
Tbilisi · 3 months ago
ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა
ალიანსის მოკავშირეებმა ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების დოკუმენტს ხელი 2019 წლის თებერვალში მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც 29 ქვეყნის პარლამენტებმა მის რატიფიცირებას დაუჭირეს მხარი. NATO-ს შტაბბინაში ჩრდილოეთ მაკედონიის დროში აღმართვის ცერემონია 2020 წლის 30 მარტს გაიმართება, რომელსაც გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრება.#NATO North Macedonia #news #politics
ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა
ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა
ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა
ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი გახდა
Forbes Woman Georgia
Tbilisi · 2 months ago
მარიამ ქევხიშვილი ფლორიდის უნივერსიტეტის „დიდების დარბაზის“ წევრი გახდა
მარიამ ქევხიშვილი ფლორიდის უნივერსიტეტის „დიდების დარბაზის“ წევრი გახდა • ForbesWoman
მარიამ ქევხიშვილი ფლორიდის უნივერსიტეტის „დიდების დარბაზის“ წევრი გახდა • ForbesWoman
მარიამ ქევხიშვილი ფლორიდის უნივერსიტეტის „დიდების დარბაზის“ წევრი გახდა • ForbesWoman