ზაზა ფაჩულიამ კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა „გოლდენ სტეიტთან“ ერთად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ყოფილმა მოთამაშემ ზაზა ფაჩულიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. NBA-ის ორგზის ჩემპიონმა ქართველმა ცენტრმა წინა შემთხვევებში გამარჯვებას კალათბურთელის რანგში მიაღწია. ამჯერად კი კლუბში საკალათბურთო და ბიზნეს ოპერაციათა კონსულტანტია. 2+1 - ასეთი მინაწერი დაურთო ფაჩულიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც საჩემპიონო თასით ხელში ზეიმობს თავისი გუნდის გამარჯვებას. „გოლდენ სტეიტმა“ დღეს დილით, საკუთარ მოედანზე, ანგარიშით 103:90 მოუგო „ბოსტონს“, ფინალურ სერიაში ანგარიში 4:2 გახადა და მეშვიდედ გახდა NBA-ის ჩემპიონი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31902459.html

Source: radiotavisupleba.ge