საგანგებო მდგომარეობის პირობებში სასწრაფოდ დამტკიცებული აბასთუმნის გენგეგმა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141264 საგანგებო მდგომარეობის პირობებში სასწრაფოდ დამტკიცებული აბასთუმნის გენგეგმა - ოპოზიცია ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს. საკრებულოს თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ გენგეგმა მოამზადეს და განიხილეს ყველა წესის დაცვით და ის ფორსმაჟორულ პირობებში არ დაუმტკიცებიათ. ადიგენის საკრებულოს მიერ 7 აპრილს დამტკიცებული აბასთუმნის განაშენიანების გეგმის შემდეგ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე ალაპარაკდა. მათი მტკიცებით, ფორსირებულ რეჟიმში გენგემის დამტკიცება იმიტომ მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანთან დაკავშირებული გეგმების განხორციელებაში ხელი არ შეშლოდა. ნეტგაზეთი წერს, რომ საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, სიმონ ფარუნაშვილის თქმით, დოკუმენტი შესასწავლად ოპოზიციას არ მიუღია. მისივე მოსაზრებით, გეგმის დამტკიცება საგანგებო მგომარეობის პირობებში იმიტომ არ გადადეს, რომ ბიძინა ივანიშვილს წამოწყებულ და დაგეგმილ მშენებლობებში ხელი არ შეშლოდა: „სხვა რა უნდა ვიფიქროთ“. საკრებულოს თავმჯდომარე კი ამტკიცებს, რომ გენგეგმა მოამზადეს და განიხილეს ყველა წესის დაცვით და ის ფორსმაჟორულ პირობებში არ დაუმტკიცებიათ. „დიდი ხანია, რაც ეს დოკუმენტი მომზადდა, განვიხილეთ და საჯარო განხილვებზეც გვქონდა გატანილი. ოპოზიციას კი იმიტომ არ უნახავს, რომ არ ხსნის გადაგზავნილ პროექტებს და ბიუროს სხდომებსაც არ ესწრებიან. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი გენგეგმის დამტკიცებასთან, ის არაფერ შუაშია“, – უთხრა "ბათუმელებს" საკრებულოს თავმჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა. ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანში რამდენიმე მშენებლობა აქვს წამოწყებული. მისივე ინფორმაციით, [ამის შესახებ ის საკუთარ წერილში წერდა] პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.
0