რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქართველი სკოლის მოსწავლეები დაბრუნდნენ.
თვითმფრინავის ბორტზე 79 ქართველი ბავშვი და 35 სომხეთის მოქალაქე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომელთა გამომგზავრებაც ქართულმა მხარემ უზრუნველყო.
მოსწავლეები აშშ-ში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით იმყოფებოდნენ და კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო წელი ნაადრევად შეუწყდათ.
სპეცრეისი ვაშინგტონი-დოჰა-თბილისის მიმართულებით შესრულდა.