სპეცრეისით აშშ-დან საქართველოს 79 მოქალაქე ჩამოვიდა. ქართველ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად თვითმფრინავში სომხეთის მოქალაქეებიც იყვნენ.
მგზავრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.
მთავრობა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების პროცესს განაგრძობს. 12 აპრილს დაგეგმილია თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილს კი თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისები.
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისები ბარსელონიდან და ვარშავიდანაც შესრულდება.
#საქართველოსმოქალაქეები
#დამატებითირეისები
#კარანტინი
#tbilisidaily