აი, მეც გადავრჩი – გაიცანით საავიაციო უშიშროების უმშვენიერესი თანამშრომელი, რომელმაც სიმსივნე დაამარ

0
ყველა ვთანხმდებით, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის და როცა მისი საფრთხის წინაშე ვდგებით, ცხოვრებას სულ სხვანაირად ვაფასებთ. ჩვენი რესპოდენტი 36 წლის მარიამ გამცემლიძეა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სიმსივნე დაამარცხა. მარიამმა თავისი დიაგნოზის შესახებ ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა. ვერაგ დაავადებასთან მებრძოლ გოგოს „პრაიმტაიმი“ უფრო ახლოს გაგცნობთ: – მარიამ, თქვენს შესახებ გვიამბეთ – პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მყავს მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი. თუმცა საკუთარი სპეციალობით არასდროს მიმუშავია. უნივერსიტეტი როგორც კი დავამთავრე ჩემი პირველი სამსახური და ნაბიჯები იყო ქრისტიან დემოკრატიული პარტიის პრესცენტრში. საკმაოდ კარგი გუნდი დამხვდა და გავიზარდე უფრო მეტად პროფესიული თვალსაზრისით. რამოდენიმე წლის შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად შემეცვალა შეხედულებებიც. ახლა საავიაციო უშიშროების თანამშრომელი ვარ. – ყოველთვის მომწონდა ქალი სტრუქტურაში მომუშავე, პოლიციელი… შემთხვევით წავაწყდი ვაკანსიას, შევავსე CV და გავაგზავნე, ცდა ბედის მონახევრეა-თქო გავიფიქრე. დამიკავშირდნენ და გასაუბრებაზეც დამიბარეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. უკვე 6 წელია ვემსახურები საქართველოს. ვმუშაობ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო უშიშროებაში, ჩემი პოზიცია გახლავთ უმცროსი ინსპექტორი. მიყვარს ჩემი საქმიანობა. – ცოტა ხნის წინ, უმძიმესი პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში, კერძოდ სიმსივნის დიაგნოზი დაგისვეს, რომელიც დაამარცხეთ, როგორი იყო ცხოვრება რულ რეალობაში? – ეს საკმაოდ რთული პერიოდი აღმოჩნდა. იმ დღის გახსენებაც კი მზარავს. ვიწექი ალადაშვილის კლინიკაში, მკურნალობდნენ პნევმონიაზე, მქონდა მუდმივად დაბალი სიცხეები, სახსრების ტკივილი, გულმკერდის ტკივილებიც.
0