კოუტინიოს აგენტი: ფელიპეს პრემიერლიგა იზიდავს

ByM.m.m.Georgia
0
ბარსელონას ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, ბრაზილიელს შემტევს პრემიერლიგაში დაბრუნება სურს. "არსენალის გულშემატკივარი ვარ, ამ ფაქტს არ ვმალავ. მიუხედავად ამისა, ჩემთვის სულერთია, ფელიპე სად გადავა. სხვა გუნდში მის გადაყვანას არ ვცდილობ. ცოტა ხნის წინს ის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ინგლისს ესტუმრა (ბაიერნი - ჩელსი). ამ მატჩის შემდეგ დიდ ხანს ვისაუბრეთ. პრემიერლიგა ის ტურნირია, სადაც მას სიამოვნებდა თამაში. შესაძლოა, მან იქ დაბრუნება მოისურვოს. მთავარია ფინანსური საკითხი. არავინ იცის, პანდემიის შემდეგ თანამედროვე ფეხბურთი როგორ მდგომარეობაში იქნება", - თქვა ჯურაბჩიანმა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კოუტინიოს გაფორმება ლონდონის ჩელსის სურს. როგორც ცნობილია, კატალონიური გრანდი მის შენარჩუნებას არ აპირებს.
#კოუტინიო
#ბაიერნი
#მიუნხენი
#ბარსელონა
#ტრანსფერი
#პრემიერლიგა
#ფეხბურთი
#სპორტი
#coutinho
#bayern
#munich
#barcelona
#transfers
#premieleague
#football
#sport
ByM.m.m.Georgia
0