შანსი გაჩნდა, რომ ეპიდემიამ საქართველოში ნაკლები დანაკარგით გადაიაროს - შოთა ცანავა

0
შანსი გაჩნდა, რომ ეპიდემიამ საქართველოში ნაკლები დანაკარგით გადაიაროს, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემია გადაივლის, მაგრამ რის ხარჯზე, რა დანაკარგებითა და რა შენაძენით, ამას სპეციალისტები განსაზღვრავენ. „ეს შანსი გაჩნდა, რომ ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. რაც შეეხება საკითხსმ ეპიდემიამ გადაიარა თუ არა, ახლა პიკზე ვართ თუ არა და ა.შ, ეს პროფესიული საკითხებია. ამას ჩვენ – ეპიდემიოლოგები, ექიმები განვსაზღვრავთ და გეტყვით. საზოგადოებას არ ვუმალავთ ჩვენ არც ერთ ნაბიჯ. ეპიდემიამ უნდა გადაიაროს, სხვა გზა არ არის, უნდა გადაიაროს, მაგრამ რის ხარჯზე, რა ხარჯზე, რა დანაკარგებით, რა შენაძენით, ამას განვსაზღვრავთ“, - განაცხადა ცანავამ.
#კორონავირუსი
#პანდემია
შოთაცანავა
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0