ლენტეხის კლასტერმა შესაძლოა 100 ადამიანს გადააჭარბოს - ლენტეხში სრული კარანტინი გამოცხადდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141273 "პირველი რადიოს" ინფორმაციით ლენტეხის კლასტერმა შესაძლოა 100 ადამიანს გადააჭარბოს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ისინი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან, რომელთაც "პირველი რადიოს" ინფორმაციით კონტაქტი ათეულობით ადამიანთან ქონდათ. კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ლენტეხთან ამოქმედდება იგივე შეზღუდვები, რაც დაწესებულია მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში - აკრძალულია ლენტეხში შესვლა და გამოსვლა.
0