ჩვენმა ეკლესიამ თავიდანვე გადაწყვიტა, სრულად დაეცვა საგანგებო მდგომარეობა - მამა აკაკი ჭელიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141274 ჩვენმა ეკლესიამ თავიდანვე გადაწყვიტა, სრულად დაეცვა საგანგებო მდგომარეობა, განცხადება ცოტა ნაჩქარევი და საფუძველს მოკლებულია -ასე პასუხობს სოციალურ ქსელში, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის კანცლერი, მამა აკაკი ჭელიძე, რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძეს, რომელმაც facebook-ზე დაწერა, რომ კათოლიკური და სომხური თემის სასულიერო ლიდერები საქართველოში კარანტინს არღვევენ. "როგორც ხედავთ (იხ. 3 დეკრეტი კორონავირუსთან დაკავშირებით), ეპისკოპოსმა დროულად დააგზავნა ყველა, ზედმიწევნით ზუსტი და ნათელი მითითება. ჩვენმა ეკლესიამ თავიდანვე გადაწყვიტა, სრულად დაეცვა საგანგებო მდგომარეობა. ფოტოზე, რომელიც შენ ნახე, ასახულია ქუთაისის მონასტერი, და ეს ხალხი ერთად ცხოვრობს მთელი დღის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ განცხადება ცოტა ნაჩქარევი და საფუძველს მოკლებულია" - მიმართავს მამა აკაკი ჭელიძე ბასილ კობახიძეს. ბასილ კობახიძემ საქართველოში კათოლიკეთა და სომხური ეპარქიის ლიდერებს ბნელი არამზადები უწოდა. "შეგნებული ხალხი არიან ჩვენი მუსლიმები, ევანგელურ - ბაპტისტური ეკლესია და კიდევ სხვები, რომლებიც მკაცრად იცავენ კარანტინს. მაგრამ საპატრიარქოს წამხედურობით, არც კათოლიკე ეკლესია საქართველოში და არც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქია, არ იცავენ კარანტინს. მივმართავ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და სომხური ეკლესიის ეპარქიის ხელძღვანელ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს, რომ ესენი არიან ბნელი არამზადები, რომლებიც სასიკვდილო საფრთხეში აგდებენ თავის მრევლს და დროზე მოეგონ გონს" - დაწერა ბასილ კობახიძემ Facebook-ზე. "ტაბულა"
0