საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთლდა

0
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, კლინიკას პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში სწავლობს, კორონავირუსისგან უკვე განიკურნა. ის კლინიკას მალე დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ათი პაციენტი იმყოფება. ამავდროულად, ქუთაისში რამდენიმე პაციენტს დღეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
#კორონავირუსი
#გამოჯანმრთელებული
#ქუთაისი
#tbilisidaily
0