მთავრობამ ლენტეხის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

0
მთავრობამ ლენტეხის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. დღეს, 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ლენტეხის ჩაკეტვის საკითხი გადაწყდა. კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების გამო, გამოცხადდა სრული კარანტინი. პრემიერის პრეს სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ დღეიდან მუნიციპალიტეტში შესვლისა და გამოსვლის საშუალება, მხოლოდ ადგილობრივებს ექნებათ. სპეციალური პროტოკოლის დაცვით ლენტეხის მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების წარმოების უფლებაც მიეცემათ. ირაკლი ჩიქოვანი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: “ეპიდემიოლოგებისა და ექიმების რჩევით მივიღეთ გადაწყვეტილება ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი ამოქმედდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი რა რეჟიმიც დღეს ბოლნისსა და მარნეულშია. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გავრცელება მაქსიმალურად შევზღუდოთ. რათა არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დღეიდან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში შესვლა/გამოსვლა აკრძალული იქნება. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება გაადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებებისთვის როგორიც არის საკვებისა და წამლების შეძენა, ასევე სამედიცინო სერვისების მიღება. ბოლნისისა და მარნეულის მსგავსად, ლენტეხში შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს შსს და თავდაცვის სამინისტროს ძალები გააკონტროლებენ, “-აცხადებს ჩიქოვანი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ისინი „კოვიდ-19"-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. ოჯახი სოფელ მელეში ცხოვრობს. ოთხივე პაციენტს დღეს თბილისში გადაიყვანენ.
#ლენტეხი
#სრულიკარანტინი
#კორონავირუსი
#პრესპიკერი
#შესაბამისიზომები
#4დაინფიცირებული
#zugdididaily
0