საქართველოში 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

Tbilisi Daily

მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 886 კოვიდინფიცირებულიდან 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა. „4 886 შემთხვევიდან 63 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, აქედან 61 ერთი არის მართვით სუნთქვაზე, მათგან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი და ერთი ცხინვალიდან“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.