გზა "ლოქდაუნიდან" თავისუფლებამდე

Tbilisi Daily

კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე ალ­ბათ, ბევ­რს ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნის შე­სა­ხებ არც სმე­ნო­და, თუმ­ცა დღეს მისი სა­ხე­ლი ყვე­ლამ იცის. უხა­ნი ის ად­გი­ლია, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, Covid-19 გაჩ­ნდა და სა­ი­და­ნაც ვირუ­სი მალე მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო. უხან­ში თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და უმ­კაც­რე­სი კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მი, აკ­რძა­ლუ­ლი იყო ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა და იქ შეს­ვლა. დღეს კი, მა­შინ, როცა და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო აკ­რძალ­ვე­ბით ცხოვ­რობს, უხან­ში ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა მოხ­სნი­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბი ნორ­მა­ლურ ყო­ფას და­უბ­რუნ­დნენ. თუ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს და­ვეყ­რდნო­ბით, ჩი­ნეთ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის 86 882 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 4 634 ადა­მი­ა­ნი, გა­მო­ჯან­მრთელ­და 81 928 პა­ცი­ენ­ტი და ქვე­ყა­ნა­ში ამ დრო­ის­თვის ვირუ­სის მხო­ლოდ 320 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბით ჩი­ნე­თი ახლა მსოფ­ლი­ოს მე-80 ქვე­ყა­ნაა. ბოლო 24 სა­ათ­ში იქ კო­რო­ნა­ვირუ­სის 15 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. უხან­ში კი ბოლო 7 თვეა კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა აღარ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რო­ბენ, უმე­ტე­სო­ბა პირ­ბა­დე­საც აღარ ატა­რებს, იმარ­თე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი, ღა­მის ცხოვ­რე­ბა აქ­ტი­ურ რიტმს და­უბ­რუნ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ უფრთხი­ან თავ­ყრი­ლო­ბებს, არც სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის მო­წყო­ბას. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, უხან­ში ისე ცხოვ­რო­ბენ, რო­გორც ვირუ­სის გა­ჩე­ნამ­დე, თუმ­ცა რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გორ მი­აღ­წი­ეს ამ შე­დეგს. უნდა ით­ქვას, რომ ჩი­ნეთს უკვე აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ე­ბის Sinovac-ისა და Sinopharm-ის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არც ერთი ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არ და­უმ­ტკი­ცე­ბია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნით ჩი­ნეთ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით უტარ­დე­ბათ მხო­ლოდ მე­დი­კო­სებ­სა და სხვა რისკ-ჯგუ­ფებს, მას­შტა­ბუ­რი ვა­ქი­ცი­ნა­ცია არ და­წყე­ბუ­ლა. ამი­ტო­მაც ვერ ვი­ტყვით, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით ჩი­ნე­თის წარ­მა­ტე­ბა ვაქ­ცი­ნას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სას­წავ­ლად ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეც­ნი­ე­რე­ბი გა­ემ­გზავრნენ უხან­ში და ად­გილ­ზე გა­მო­იკ­ვლე­ვენ ყო­ვე­ლი­ვეს. კვლე­ვას შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე თვე დას­ჭირ­დეს. მა­ნამ­დე კი ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც უხა­ნის დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი.