"გვაქვს კორონავირუსის 236 დადასტურებული შემთხვევა და აქედან 3 არის შემოტანილი" - მარინა ეზუგბაია

0
თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­წო­დე­ბით, ცალ­კე აღი­რი­ცხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვირუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ და­უ­დას­ტურ­დათ. რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ჯამ­ში ასე­თი 3 პა­ცი­ენ­ტია, რო­მე­ლიც უკვე სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლობს, რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს, ასეთ 233-ია. "ამ ეტაპ­ზე გვაქვს 236 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ ამ 236-დან 3 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არის შე­მო­ტა­ნი­ლი, 2 სომ­ხე­თი­დან და 1- თურ­ქე­თი­დან, ანუ რას ნიშ­ნავს - იქ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა შე­მო­ვი­და ჩვენ­თან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 3 შემ­თხვე­ვა ცალ­კე შემ­თხვე­ვე­ბად გა­მო­დის, გვე­მა­ტე­ბა ჩვენ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რო­გორც რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ აღ­რი­ცხვა, ჯან­მოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ცალ­კე უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. თუ ცალ­კე გან­ვი­ხი­ლავთ ამას, ამ 236-დან 3 თუ ცალ­კეა, მა­შინ 233-ია, გა­მო­დის, რომ ჩვენ გუ­შინ დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 ახა­ლი შემ­თხვე­ვა შეგ­ვე­მა­ტა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. სა­მი­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და შეგ­ვიძ­ლია ჯა­მუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ, მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის ცალ­კე იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი. თუ მას კი­დევ შე­ე­მა­ტე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ცალ­კე რი­ცხვებს მო­გახ­სე­ნებთ. გუ­შინ ჩვენ­თან 15 ადა­მი­ან­ზე ჩა­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა და 1 დაგ­ვი­დას­ტურ­და, რო­მე­ლიც შე­მოგ­ვე­მა­ტა. ეს არის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის კონ­ტაქ­ტი. ახა­ლი პა­ცი­ნე­ტი იყო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, იმი­ტომ, რომ ეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის კონ­ტაქ­ტი იყო და რო­დე­საც მას­თან გა­მოვ­ლინ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, მა­შინ­ვე გად­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა ჩვენ­თან, ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ ტეს­ტი­რე­ბა და და­დას­ტურ­და კო­ვი­დი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო­ზე მსუ­ბუ­ქია", - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.
#მარინაეზუგბაია
Tbilisi
0