ბოდიში, რომ ანტიქრისტეს მიმდევრებს და პოლიტიკურად ანგაჟირებულებს თავი ვერ მოვაწონე - სოფო ბედია

0
"ხელოვანი ადამიანები ყოველთვის ეხმაურებოდნენ ასეთ ისტორიულ თარიღებს სიმღერებით! დღეს ახალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ეს გამოწვევა covid-19-ია! ჩემი იდეით და ინიციატივით მომღერალთა 20 კაციანმა შემადგენლობამ გადავწყვიტეთ გამამხნევებელი მესიჯი გაგვეგზავნა საზოგადოებისთვის” რომელ ხარისხზეა საუბარი, ნაუცბათევად, როგორც შეგვეძლო და ცხოვრება როგორც გვიწყობდა ხელს, ისე გავაკეთეთ. მხოლოდ კეთილი და გასამხნევებელი მესიჯით გაკეთებული ვიდეორგოლია, რომლითაც სახლში დარჩენას მოვუწოდებთ. მე ხომ არ ვამბობ, რომ ეს იდეალური კლიპია, აქ მისი მესიჯია მთავარი და არა ხარისხი. ის მარტში, ცაიტნოტურ პირობებში ჩაიწერა და გაკეთდა. გვინდოდა, ხალხისთვის სიყვარული გაგვენაწილებინა. რაც შეეხება ეკლესიის და პატრიარქის კადრების გამოყენებას, ძალიან გულშიჩამწვდომია. ვისაც შეგნებული გემოვნება აქვს, ძალიან მოეწონათ და შეეხოთ ეს კადრები. ბოდიში, რომ ანტიქრისტეს მიმდევრებს და პოლიტიკურად ანგაჟირებულებს თავი ვერ მოვაწონე. რელიგია და პატრიარქი ჩემთვის უმთავრესია, მე ამას ყველგან ვიტყვი. ეს არ არის განსახილველი თემა. აღარ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, უბრალოდ თქვენ შემატყობინეთ კოლეგის “საყვარელი” სტატუსის შესახებ. კოლეგებს აღარ გამოვეხმაურები. თავს ვალდებულად არ ვთვლი, რომ რამე ავუხსნა. ეს სიმღერა არც ცრხა აპრილისთვის მიგვიძღვნია, მისი ეთერში გაშვების თარიღი უბრალოდ დაემთხვა 9 აპრილს. რა შუაშია ცხრა აპრილი და ტიტები ამ სიმღერასთან? " - წერს სოფო ბედია
0