ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაცინეტებიდა 3- ის მდგომარეობა საყურადღებო და მძიმეა. მისივე თქმით აღნიშნული პირები ინტესიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.
ეზუგბაიას განმარტებით, დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ითვლებოდა საყურადღებოდ, გაუმჯობესდა.
„ჩვენც ცენტრში საყურადებო და პრობლემური პაციენტი გვყავს სამი, მძიმე, რომლებიც ინტენსიური თერაპიის გაყოფილებაში მკურნალობენ. მთელი დღე- ღამის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა არც ერთთან, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზულად სერიოზულად და მძიმედ რჩებიან. დანარჩენი სამის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სტაბილურია და ალბათ რამდენიმე დღეში უკვე შეიძლება, რომ მძიმე პაციენტებად აღარ განვიხილოთ.
ახლა ჩვენთან არის 8 საეჭვო პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდება ტესტირება. ამის პარალელურად, ორ კვირაში ერთხელ ხდება მედპერსონალის ტესტირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#მარინაეზუგბაია
#tbilisidaily