კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი ორი წლის ბავშვია - მაკა სოლოღაშვილი

0
ახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 17 პაციენტიდან, ორი გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ერთ-ერთი ორი წლის ბავშვია. კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ბავშვი რჩება. „17 პაციენტიდან არის ორი გამოჯანმრთელდა, რაც ძალიან კარი ამბავია. გამოჯანმრთელებულია ორი წლის ბავშვი. ამასთან კლინიკაში დაგვემატა ერთი ბავშვი, მაგრამ ეს ჩვენთან არ დადასტურებულა, გადმოყვანილია ქუთაისიდან და გახდა 17 დადასტურებული პაციენტი. ეს პაციენტი არის სვანეთის კლასტერი, ეს არის ხუთი წლის ბავშვი გამოხატული პნევმონიით. დანარჩენი პაციენტებიდან ერთი რჩება საყურადღებო, რვა პაციენტი ამ ეტაპისთვის ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა შეიძლება ეს რაოდენობა გაიზარდოს. გამოჯანმრთელებულ ბავშვს თუ აღარ ჩავთვლით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ბავშვი რჩება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
#კორონავირუსი
#გამოჯანმრთელებული
#ბავშვი
#tbilisidaily
0