ილონ მასკი COVID-19-ის სიმპტომებზე საუბრობს
Tbilisi Daily
კორპორაცია "ტესლას" და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ მას COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნება. ამის შესახებ მასკმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.
ილონ მასკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა, მას COVID-19-ის მსუბუქი ფორმა აქვს. მასკი აცხადებს, რომ მას მსუბუქი გაციების სიმპტომები აღენიშნება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან კორონავირუსის სიმპტომები გაციებისას ჰგავს. SpaceX-ის დამფუძნებელი სახსრებისა და თავის ტკივილს, ასევე ხველებასა და ცემინებას უჩივის.
მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლაბორატორიებს COVID-19–ის ტესტის ცალსახა პასუხები ჯერ არ გაუგზავნიათ.
13 ნოემბერს ილონ მასკმა განაცხადა, რომ COVID-19-ის ოთხი სწრაფი ტესტი გაიკეთა. ორმა ტესტმა დადებითი, ხოლო ორმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. სწრაფი ტესტების ორაზროვანი პასუხის შემდეგ, მასკმა PCR ტესტი ჩაიტარა, თუმცა მისი პასუხი ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.