ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 წლის ბავშვი პნევმონიით გადაიყვანეს

0
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ მათთან კლინიკაში გუშინ გვიან ღამით 5 წლის ბავშვი გადმოიყვანეს, რომელსაც კორონავირუსიდაუდგინა. მისივე თქმით, ბავშვი სვანეთის კლასტერს მიეკუთვნება და მას გამოხატული პნევმონია აქვს. „ზოგადად პაციენტების მდგომარეობა დამაკამაყოფილებელი, ერთი პაციენტი რჩება ორმხრივი პნევმონიით, შედარებით საყურადღებო სტატუსით. ჩვენი ყველა გუშინდელ კვლევაში მყოფ პაციენტებთან უარყოფითი მოვიდა Covid-19-ზე პასუხი. ერთი პაციენტია ჩვენთან გადმოყვანილი, ეს არის სვანეთის კლასტერი, გუშინ გვიან გადმოიყვანეს 5 წლის ბავშვი, გამოხატული პნევმონიით“, – განაცახადა მაკა სოლოღაშვილმა.
0