WHO მსოფლიოს აფრთხილებს

0
ტედროს ადჰანომ აფრთხილებს მმართველ ორგანოებს. ნაადრევმა შეზღუდვების მოხსნამ შესაძლოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდოს. 10 მარტს მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთან რიცხვმა 100 000 მიაღწია. „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ეპიდემიის შემცირება შეინიშნება, თუმცა შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს. დაღმასვლა ისეთივე საშიში შეიძლება იყოს, როგორც აღმასვლა, თუ ის სწორად არ იქნება მართული, “ - აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იტალიაში გარკვეულ სექტორებს მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა. მართალია იტალიასა და ესპანეთში საგრძნობლად იკლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა თუმცა ჯანდაცვის ორგანიზაცია ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 570, ესპანეთში კი - 605 ადამიანი დაიღუპა.
#WHO
#covid19
#coronavirus
#headline
0