ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლი იწვის
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლი იწვის. სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ.