საქართველოში კორონავირუსის 3800-ზე მეტი ახალი შემთხვევაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 44 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1883-მდე გაიზარდა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გასულ 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 3837 შემთხვევა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 194 900 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3105-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 164 786.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31001349.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები