კობახიძე: ზურაბიშვილის ბრიფინგი კანდიდატობის მიღების წინააღმდეგ იყო მიმართული
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ განცხადებებში ადანაშაულებს. სალომე ზურაბიშვილის ირაკლი კობახიძე "ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, არ ჩათვლიდნენ საჭიროდ სალომე ზუბიშვილის გაკეთებულ განცხადებებზე პასუხის გაცემას, თუმცა პატივს სცემენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ამიტომ საუბრობენ.
"სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ მიმართული იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, მეორე მხრივ საჯაროდ თვითონ იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული..." - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი "რადიკალური ოპოზიციის" მესიჯბოქსში ჩაჯდა.
"სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად. დემოკრატიული უკუსვლა არის აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას", - თქვა კობახიძემ.
მასალა განახლდება
https://www.radiotavisupleba.ge/a/31899280.html
Source: radiotavisupleba.ge