32 votes
2 comments
0 shares
Save
ბზობა ბზის გარეშე - საყოველთაო კარანტინის გამო მცენარე საქართველოში არ გაიყიდება
229 views
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago

ისტორიის მანძილზე წელს პირველად მრევლი საღვთო დღესასწაულს ბზის გარეშე შეხვდება. საყოველთაო კარანტინისა და ვაჭრობის მკაცრად განსაზღვრული აკრძალვის შემდეგ, მცენარე საქართველოს ტერიტორიაზე არსად გაიყიდება. კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არც ამ დღეს იქნება გამონაკლისი.

მცენარის ტოტები ბზობის დღესასწაულისთვის ეკლესიის ეზოებსა და ბაზრობებზე წლების განმავლობაში იყიდებოდა, თუმცა ახლა მრევლის უმეტესობა მცენარის კურთხევასა და მის სახლში წაღებას ვერ შეძლებს. ტრადიციის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება წესისამებრ აღევლინება.

საკითხზე ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია. ცალკეული სასულიერო პირების, მათ შორის, მეუფეების თქმით კი, ბზის კურთხევას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, ვისაც ნერგი სახლში აქვთ და მცენარეს ეკლესიაში მიიტანენ.

COVID- 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბზის რეალიზაცია შეაჩერა ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომაც.

#news #opinion #politics #art Batumi Tbilisi Kutaisi
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ქართველმა თეოლოგებმა მსოფლიოს პატრიარქებს დახმარების თხოვნით მიმართეს
მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრებს, ქართველი თეოლოგები დახმარების თხოვნით მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, მსოფლიო საპატრიარქომ გავლენა მოახდინოს საქართველოს ეკლესიაზე. კერძოდ, კორონავირუსის საფრთხისგან დაიცვან მრევლი. „უწმინდესნო და უნეტარესნო მეუფენო,XXI საუკუნის ახალი მტერი – ,,კოვიდ 19“ მომაკვდინებელი საფრთხეა კაცობრიობისთვის. ის მილიონობით ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს და სრულიად ახალ რეალობაში ცხოვრებას გვაიძულებს. ეს არის რეალობა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და უკვე მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური უბედურება დაგვატეხა თავს. გარდაცვლილთა რაოდენობა მრავალ ათასს ითვლის და, სამწუხაროდ, ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მართლმადიდებელმა ადგილობრივმა ეკლესიამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივ მთავრობათა რეკომენდაციები მიიღო, რომელიც ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრების შეზღუდვასა და სხვა სახის პრევენციულ ქმედებებს ითვალისწინებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯიუტად დგას თავის უცვლელ პოზიციაზე, არ მოუწოდებს მრევლს დარჩეს სახლში და უარს აცხადებს ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩაატაროს.შედეგად, სამღვდელოების წარმომადგენლები მორწმუნეებს სასიკვდილო საფრთხისაკენ მიუძღვიან. ამ მძიმე ჟამს, სამღვდელო დასის რიგი წევრები წარმოთქვამენ ქადაგებებს, რომლებიც სავსეა სიძულვილით, ფანატიზმითა და ცრუ აპოკალიპტური მოლოდინებით. სოციალურ დისტანცირებაზე დროებით უარის თქმა, მორწმუნეების გარდა, საქართველოში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც უქმნის საფრთხეს. ამის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ყველა ის თეოლოგი, მღვდელი თუ ექიმი, ვინც საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას არ ეთანხმება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ეკლესიის მტრადაა შერაცხილი. ამის გარდა, საქართველოს საპატრიარქო ახალისებს იმ მღვდელმთავრებს და მღვდლებს, რომლებიც იმ ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურებს განსჯიან და აკრიტიკებენ, რომლებაც საკუთარი ხალხის დასაცავდ შესაბამისი და ადექვატური ზომები მიიღეს.ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს. წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მმართველობის ეს სისტემა სრულიად უგულვებელყოფს ეკლესიის მართვის კოლგიურ პრინციპს წმინდა სინოდის სახით. და ყოველივე ეს წმინდა სინოდის თითოეული წევრის დუმილისა და კონფორმიზმის გამო ხდება. ეს კონფორმიზმი ძირს უთხრის კოლეგიურ პრინციპს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში საეკლესიო მმართველობის საფუძველს წარმოადგენდა. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო, ფანატიკურად განწყობილი რელიგიური ჯგუფების დახმარებით, პირდაპირ თუ ირიბად აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას და საშუალებას არ აძლევს მას, საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამისი ღონისძიებანი გაატაროს.უწმინდესნო მამანო, საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პირთა უმოქმედობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე, რათა ოფიციალურმა იერარქიამ მიიღოს ყველა აუცილებელი გონივრული ზომა, რათა საქართველოს ათასობით მოქალაქის ინფიცირება და სიკვდილი თავიდან ავიცილოთ“- ნათქვამია განცხადებაში. #politics #news #opinion #photo #coronavirus Tbilisi Batumi
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 3 months ago
თენგიზ ცერცვაძე:საჭიროა საგანგებო მდგომარეობის ჩქარა მოხსნა
გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, გამოვიდეთ ეპიდემიიდან რაც შეიძლება მარტივად და არ მოკვდეს ჩვენი ეკონომიკა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა "პოსტივის" ეთერში განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაა საჭირო, მოსახლეობას კი შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს. "იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გვყავდეს ცოტა, ამისთვის საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ეკონომიკა გაცოცხლდეს, საჭიროა საგანგებო მდგომარეობის ჩქარა მოხსნა, ან შემსუბუქება. შესაბამისად, ვდგავართ დილემის წინაშე. ოქროს შუალედია დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის ყველა შეზღუდვა და რეკომენდაცია როგორც ახლა ვიცავთ და გაცილებით უფრო მკაცრად. დღეს როგორც ვიცავთ, ამაზე ორჯერ მკაცრად თუ დავიცავთ, ორჯერ შევამცირებთ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, გამოვალთ გარეთ, მოვაწყობთ ხალხმრავალ შეკრებებს და ქორწილებს, მაშინ გაუარესდება ავადმყოფების და გარდაცვლილების რაოდენობაც. შესაბამისად, მთავრობას მოუწევს გააგრძელოს შეზღუდვები კიდევ დიდი ხნით. ამიტომ გავიჭირვოთ დღეს უფრო მეტად და მაქსიმალურად, იმისთვის რომ ეს გაჭირვება იყოს ხანმოკლე" – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. #politics #news #opinion #art #photo #coronavirus Tbilisi Batumi Sokhumi Kutaisi
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ამერიკაში ჩინეთის სახელმწიფოსთვის მუშაობისთვის 3 პროფესორი დააკავეს!
შეერთებულ შტატებში დააპატიმრეს ჰარვარდის უნივერსიტეტის ცნობილი მეცნიერი და ბიოლოგი ჩარლზ ლიბერი. პრესაში მას ადანაშაულებენ ჩინეთის მთავრობისთვის მუშაობაში. ლიბერი, ფაქტობრივად, 5 წელი მუშაობდა უჰანში. მისი ხელფასი წელიწადში 200 ათასი დოლარი იყო, დამატებით 1 მილიონი დოლარი გრანტი მისცეს. ეს იყო მიზეზი იმისთვის, რომ დაადანაშაულეს ამერიკელი მეცნიერი ჩინურ დაზვერვასთან კავშირში. ამავდროულად, ჩარლზ ლიბერი მუშაობდა პენტაგონში. ჰარვარდის ჟურნალი წერს, რომ ლიბერი ქმნიდა ვირუსული ზომის ნანორობოტებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია უჯრედების გაკონტროლება, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაის ავლით. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭროს გარდა, ჯაშუშური ომიცაა. ჩინეთი ალბათ ცდილობდა დაევერბოკებინა მოწინავე ამერიკელი მეცნიერები თავიანთი ქვეყნის ინტერესებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლიბერმა შექმნა კორონავირუსი უჰანში, მაგრამ ამერიკელები ეჭვობენ, რომ მას შეეძლო უახლესი სამეცნიერო ნანოგანვითარებების შერწყმა, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიძულონ მცენარეები გაიზარდონ ნათურის შუქზე ღამით მზის გარეშე.#coronavirus Tbilisi
Gode Marr
Stepantsminda, Georgia · 2 months ago
ამირან გამყრელიძე : მდგომარეობა საგანგაშოა
როგორც გამყრელიძე ამბობს დღეს პირველად დაფიქსირდა საქართველოში ეგრედ წოდებული ნახტომი ,ანუ დადასტურებული შემთხვევების 24 საათში დიდი რაოდენობით გაზრდა და ეს არის 30 ადამიანი საქართველოს შემთხვევაში. გამყრელიძეს თქმით ,ე ს ციფრი მიანიშნებს იმაზე , რომ შიდა გავრცელება უკვე საკმაოდ შორს წასული პროცესია , და თუკი რეგულაციები არ იქნება მკაცრად დაცული მაისის პირველ კვირაში გვექნება არა ასი ან ორასი , არამედ ათასეული შემთხვევა , რაც მძიმედ დააწვება ჯანდაცვის სისტემას , და შესაბამისად დანაკარგის რაოდენობაც გაიზრდება . ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხალხს შინ დარჩენისკენ და რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ. #news Tbilisi
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 3 months ago
როდის შეიქმნა ქართული დროშა!ფაქტები ისტორიიდან!
სავარაუდოდ, დღეისათვის არსებულ სახეს „გორგასლიან-დავითიანი“ დროშა 1320 წლიდან იღებს. ამ პერიოდში გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ დაიბრუნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ასევე ჩაიბარა „კლიტენი იერუსალიმისანი“ ანუ ქრისტეს საფლავის გასაღები. ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარებლების განმასახიერებელი ხუთჯვრიანი კომპოზიცია საქართველოს სიმბოლო ხდება. ქართული სახელმწიფო დროშის მისი ფერისა და გამოყენების შესახებ რამდენიმე წერილობითი წყარო მოიპოვება როგორც ქართლის ცხოვრებაში, ასევე იმ პერიოდის საზღვაო რუკებში.
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 2 months ago
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი:არ იქნება სწორი ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირის გამო მრევლი ტაძარში არ მოვიდეს!
არ იქნება მართალი, რომ ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირის გამო, მრევლს ტაძარში მისვლა ავუკრძალოთ, - ამის შესახებ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე) აცხადებს. მისივე თქმით, ექიმის რჩევისამებრ, ყველა ადამიანმა სიფრთხილე უნდა დაიცვას, თუმცა ეს „საყოველთაო გაფიცვას არ ნიშნავს“. „ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რჩევისამებრ ის სიფრთხილე, რაც ვთქვათ, თითოეულ ავადმყოფს ევალება. თუ გაქვს სიცხე, არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ტაძარში ან სამსახურში. ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მე არ ვიცი რა შეზღუდვა შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ფაქტს. არ იქნება მართალი, რომ ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო, მრევლს ტაძარში მოსვლა ავუკრძალოთ, ", - განაცხადა მეუფე დავითმა.
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პანდემიამ აფხაზებში ანტიქართული განწყობები გააღვივა!
ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ით პირველი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობის ზრდას ელოდებიან და ამის გამო გარკვეული პანიკაც შეინიშნება. ამ ფონზე ქსენოფობიური განწყობების ზრდაც ჩანს. რადგან პირველი დაინფიცირებული ქართველი იყო, ანტიქართული განწყობები აგორდა, მეორე კი სომეხი იყო და ახლა უკვე მძლავრი ანტისომხური განცხადებები ისმის. ეთნიკურად სომეხი პაციენტი აფხაზეთში 29 მარტს რუსეთიდან შევიდა და მისი გამოვლენა, როგორც დაინფიცირებულის, გვიან მოხდა, მანამდე კი მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა მანამდე ვირუსი ქართველ ქალბატონს დაუდგინდა, რომელიც გალიდან ზუგდიდში გადმოვიდა #politics #news #opinion #art #photo #coronavirus Tbilisi Batumi Kutaisi
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ერთიანია საქართველო Covid-19-თან ბრძოლაში ?
სანამ დავიწყებთ მსჯელობას იმის შესახებ, არის თუ არა ერთიანი საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, გავიხსენოთ ბოლო ათწლეულში განვითარებული მოვლენები. საქართველო (თუ არ ჩავთვლით 1918-1921 წლებს) როგორც სახელმწიფო სულ რამდენიმე ათწლეულია რაც არსებობს. ამ პერიოდში არჩევნების გზით მხოლოდ ერთი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში. იქამდე იყო გადატრიალებები, აჯანყებები და ვარდების რევოლუცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია და შედეგადაც დაქსაქსული და პოლარიზებული საზოგადოება მივიღეთ. საყოველთაო კეთილდღეობისათვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო, არასამთავრობო სექტორი, თვითმმართველობა, მედია, პროფკავშირები თუ სხვა ინსტიტუტები, თუმცა ამის ნაცვლად, ქვეყანაში კონკრეტულ სუბიექტებს აქვთ გადანაწილებული ინსტიტუტების მართვა და ყველგან საკუთარ ნარატივს ავრცელებენ. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ნელ-ნელა ჩაიკეტა საზღვრები, დაწესდა რეგულაციები, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდანტის საათი, თუმცა ვერაფერი მოუხერხდა პოლარიზებულ საზოგადოებას და დაქსაქსულ ინსტიტუტებს. ყველა სფერო ცდილობდა, საკუთარი არგუმენტი გაეხადა ლეგიტიმური, ახლა კი დეტალურად განვიხილოთ ეს პროცესები. ლოზუნგმა #დარჩისახლში პირველ რიგში ბიზნეს სექტორს დაარტყა, რადგან საზოგადოებრივი მიმოსვლის გარეშე შეუძლებელია იარსებოს მოგებაზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ. კერძო პირებმა დანაკარგის პრობლემა თანამშრომლების დათხოვნით აღმოფხვრეს, ზოგს ამანაც არ უშველა და საერთოდ დაიხურა. ბიზნესის მეორე მხარეა ის ქსელური დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას თუ სხვა ინიციატივებს ამოეფარნენ და უხეშად არღვევდნენ თანამშრომლების უფლებებს, მაგალითად მოვიყვან ყველასათვის ცნობილ "სპარს", რომელიც კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ 21:00-06:00 მდე თანამშრომლებს მაღაზიაში, კერძოდ სარდაფში ტოვებდა. ბიზნესის სხვადასხვა სფეროებმა შეიმუშავეს ე.წ ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა საბოლოო ხელწერა ყველგან ერთი იყო. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბიზნეს სექტორს გადასახადების დაწევით თუ სხვა ინვესტიციებით, თუმცა საინტერესოა, როგორ შეძლებს ამას სახელმწიფოს შეზღუდული ბიუჯეტი, როდესაც კერძო პირებმა ამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, რითაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავეს, აქედან გამომდინარე ახლა სწორედ ეს მოწყვლადი ჯგუფი საჭიროებს ყველაზე დიდ დახმარებას. ქვეყანაში არსებული მუდმივი პარტიული დავა არც კორონავირუსს ჩამორჩა. ოპოზიციური პარტიები ხშირად აკრიტიკებდნენ მთავრობას. ხელისუფლება გარკვეული ოპოზიციის არგუმენტებს ითვალისწინებდა, ხოლო ზოგჯერ მათ გამოსვლას, მაგალითად გიორგი ვაშაძის მოთხოვნას სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პიარსა და აბსურდს აწერდა. ამის საპირწონედ ოპოზიციური პარტიები, აკრძალვის მიღმა ითხოვდნენ რეგულაციების შედეგად მიღებული კრიზისის მოკლე და გრძელვადიან გეგმას, რაც ჯერ-ჯერობით არ აქვს ხელისუფლებას შემუშავებული, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან განცხადებაში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ასეთ დროს, ყველა ვალდებულია მიიღოს თანამოქალაქეთა კეთილდღეობაში მონაწილეობა, ხოლო ვინც ამას არ შეასრულებს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება იმ არგუმენტს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ახლა პირველ ადგილზეა, თუმცა ამ სფეროშიც კი განვითარდა სხვადასხვა ტიპის დავები. პირველ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყოველი მეორე ეპიდემიოლოგია და თამამად აკრიტიკებდნენ პაატა იმნაძეს, თუმცა მათი არგუმენტები ეპიდემიოლოგის წინააღმდეგ სუსტი აღმოჩნდა. ამ ფაქტორმა სხვადასხვა ცვლადები შემოიტანა და გაჟღერდა აქამდე დამალული ისტორიები, მაგალითად იმნაძე-სააკაშვილის კონფლიქტის შესახებ. ცალკე აღნიშვნის ღირსია საპატრიარქოს მოქმედებების სერია. სეკულარულ სახელმწიფოში გაფორმებული კონკორდატი საპატრიარქოს საკმაოდ დიდ პრივილეგიებს აძლევს, ამიტომ მათთან დაპირისპირებას სახელისუფლებო პარტიები ყველა დროში ერიდებოდნენ. კორონავირუსთან ბრძოლის გამო დაწესებული რეგულაციები საპატრიარქოს მხოლოდ ირიბად შეეხო. არ შეცვლილა ზიარებისა და საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრის წესი, მრევლი მხოლოდ დისტანციას იცავდა, ისიც ყოველთვის ვერ ხერხდებოდა ხალხმრავლობის გამო. წინასააღდგომოდ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილება. აქედან გამომდინარე შეიქმნა ფონი, თითქოს ეს რეგულაცია აღდგომის დღესასწაულზე ხალხმრავლობის პრევენციის მიზნით იყო მიღებული, თუმცა მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ეს შეზღუდვა არ ეხება. სახელმწიფომ ინდივიდს გადააბარა მთლიანი პასუხისმგებლობა და ეკლესიის პრივილეგირებულობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, ხოლო რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი ამას დროთა განმავლობაში ციფრები გვიჩვენებს. საერთო ჯამში COVID-19 გამოავლინა, რომ არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს და გათავისუფლდეს ვიწრო წრის კერძო ინტერესებისაგან, რადგან ზემოთ ხსენებული იწვევს პოლარიზაციას, ხოლო ერთიანობა შეუძლებელია ეკონომიკურად შემდგარი, განათლებული და ერთიანი საზოგადოების გარეშე.#კორონავირუსი #სახელმწიფო #ერი #ეპიდემია #ოპოზიცია #TbilisiDaily
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
Keso Bigvava
Tbilisi, Georgia · 2 months ago
მიტროპოლიტი იობი: საგანგებო მდგომარეობა მასონური გადაწყვეტილებაა
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კანონს არ ემორჩილება და სხვა მღვდელმთავრების მსგავსად, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს. დღევანდელ ქადაგებაში მან ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ადამიანების კონტროლისთვის შექმნილი მასონური გადაწყვეტილება უწოდა. ის მრევლს კანონდარღვევისკენ მოუწოდებს და სთხოვს, აღდგომის წირვას დაესწრონ. ეკლესიის მაღალიერარქი ფიქრობს, რომ Covid 19 ჩვეულებრივი ვირუსია, რადგან ის მხოლოდ მოხუცებს კლავს, რომლებიც ისედაც უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მისივე თქმით, აბორტი უფრო დიდი საფრთხეა, მაგრამ ამისთვის საგანგებო მდგომარეობა არავის გამოუცხადებია. მიტროპოლიტ იობს დღევანდელ ქადაგებაში არაფერი უთქვამს საფრთხეზე, რომელიც ადამიანებს ერთად შეკრების და ერთი კოვზით ზიარების გამო ემუქრებათ. "მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა - ურწმუნო მთავრობის და ექიმების. ჩვენ ღმერთს ვესავთ, როგორც ვესავთ, ისეთივე წყალობა გვექნება უფლისაგან. სასოება ეს არის იმედი, რწმენა. თუ ჩვენ რწმენით მივალთ,ჩვენზე არანაირი განსაცდელი არ იქნება [...]. როგორც მენელსაცხებლე დედებმა გაიხარეს უფლის ბრწყინვალე აღდგომა მკვდრეთით, ისე სიხარული ჩვენზე გადმოვა, ვინც აღდგომის დღესასწაულს დაესწრება. ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით.თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ. ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა,თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა",- თქვა მან. მიტროპოლიტმა იობმა ასევე ფიქრობს, რომ სასულიერო პირის დაინფიცირება მისმა ცოდვებმა გამოიწვია. "დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს". ქადაგების დასასრულს კი თქვა: "აღდგომა ყოფილიყოს Covid 19-ის დამამრცხებელი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ სწორედ მაგ დღეს დამარცხდება ვირუსი". მიტროპოლიტი იობი გამონაკლისი არ არის - კანონდარღვევისა და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისკენ მოსახლეობას ყველა მაღალიერარქი უბიძგებს, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც. ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა. Covid 19 ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით, ყველა აქამდე ცნობილ ვირუსზე მარტივად გადადის და განსაკუთრებულ საფრთხეს ასაკით უფროს ადამიანებს, ასევე, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირებს უქმნის. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები, შეჩერებულია არაერთი ბიზნესის ფუნქციონირება, ჩაკეტილია ქალაქები, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან, მოქმედებს კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და მისი დარღვევისთვის გამოწერილია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონს და ყველა დადგენილ წესს უგულებელყოფს და მას პასუხს არც ხელისუფლება სთხოვს. მიუხედავად ექიმების განცხადებებისა, რომ საეკლესიო დღესასწაულებზე ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება და ჯანდაცვის სისტემა შექმნილ ვითარებას ვერ გაუმკლავდება, ეკლესია წირვა-ლოცვებს ჩვეულებრივ აგრძელებს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.#კორონავირუსი tbilisi თბილისიtbilisi თბილისი