81 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია - ლევან რატიანი

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, სამი პაციენტიდან, რომლებიც არიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. „სამი პაციენტიდან, ვინც არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ფაქტობრივად ტერმინალურია. დანარჩენ 2 პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, მინდა გითხრათ, რომ კლინიკურად სახეზეა ფილტვის, გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების სინდრომი, რაც მიუთითებს რომ არის უკვე მულტიორგანული უკმარისობა, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ, “- განაცხადა ლევან რატიანმა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 57 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, რეანიმაციაში იმყოფება 8, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა 3, ხუთი პაციენტი კი - სპონტანურ სუნთქვაზეა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ლევანრატიანი
#პაციენტები
#კრიტიკულიმდგომარეობა
#tbilisidaily
0