რუსეთის პატრიარქი ხალხს აღდგომაზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

0
რუსეთის პატრიარქი ხალხს აღდგომაზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს ვნებითი კვირისა და აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. შესაბამისი მითითებები ქვეყნის ეპარქიებს უკვე გაეგზავნათ - რუსული მედია „მედუზა“ იუწყება. „მონასტრებსა და სამრევლოების სასულიერო პირებს, პატრიარქის კურთხევით, ეძლევათ რეკომენდაცია, მრევლს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნამდე სახლში ლოცვისკენ მოუწოდონ. ეს აგრეთვე ეხება ვნებით შვიდეულსა და აღდგომის დღესასწაულს.“ - აღნიშნულია რუსეთის საპატრიარქოს კორონანვირუსის სამუშაო ჯგუფის განცხადებაში. რუსეთის პატრიარქს კირილს ეკლესიაში არ მიმსვლის მოწოდება ჯერ კიდევ 29 მარტს აქვს გაკეთებული.
#politics
#news
#russia
#აღდგომა
0