ქუთაისში პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

0
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ პაციენტს გამოჯანმრთმრელების შესამოწმებლად ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. 24 საათის შემდეგ განმეორებითმა ტესტმაც იგივე შედეგი მოგვცა, რაც ნიშნავს, რომ ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მამაკაც, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, მკურნალობის კურსს სამი კვირა გადიოდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოფში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 17 პაციენტი იმყოფება.
#გამოჯანმრთელებულიპაციენტი
#ქუთაისისინფექციურისაავადმყოფო
#კორონავირუსი
#kutaisidaily
0