პაციენტების ისტორიები, ნაწილი 1.
"ცოტა ხნით ფსიქიატრიული საავადმყოფოს სტომატოლოგიურ კლინიკაში ვმუშაობდი. არასდროს დამავიწყდება პაციენტი სახელად ტერი.
ტერის გოგონების ტანსაცმლის ჩაცმა უყვარდა და თან ყოველთვის დაატარებდა ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი პატარა გოგონების ფოტოებს. პირველი შეხვედრისთანავე ვიფიქრე, რომ პედოფილი იყო. შემდეგ თანამშრომელი სტომატოლოგისაგან გავიგე, ტერი ბავშვობაში თავისი პატარა დის მამინაცვლის მიერ სასტიკად გაუპატიურებისა და მკვლელობის მოწმე გამხდარა. მას შემდეგ დაუწყია დის იდენტობის ძებნა, ხოლო გოგონებს ჟურნალ-გაზეთებიდან საკუთარ მეგობრებად მიიჩნევდა. თავი საშინლად ვიგრძენი წინასწარ გამოტანილი დასკვნების გამო, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ტერისთან დაახლოების საშუალება მომეცა და მივხვდი, როგორი ნაზი და კეთილი სულის პატრონი ყოფილა სინამდვილეში."