რუსი ბიზნესმენი, მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს, ის ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ თავის თავის ბინაში, ლონდონში დააკავეს და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს „მდიდარი ბიზნესმენი რუსეთიდან.“
3 დეკემბერს გაკეთებულ ამ განცხადებაში დანაშაულთა ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ არ დაასახელა დაკავებულის ვინაობა. თუმცა, რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ „ტასსმა“ ამ პირში ამოიცნო მიხაილ ფრიდმანი, მილიარდერი, ოლიგარქი, რომელიც და არის კონგლომერატ „ალფა- ჯგუფის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამავე დროს საინვესტიციო ჯგუფის, „LetterOne-ის“ თანამფლობელი.
ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის უწყების თანახმად, 58 წლის კაცი ერთ-ერთი იყო იმ სამიდან, რომლებიც კლეპტოკრატიასთან ბრძოლის სამსახურმა დააკავა 1 დეკემბერს „მრავალმილიონიან რეზიდენციაში“ ლონდონში.
არ არის ცნობილი, რატომ გამოაცხადა უწყებამ დაკავების ფაქტის შესახებ ორი დღის დაგვიანებით.
დაკავებული პირი ეჭვმიტანილია ფულის რეცხვაში და მოტყუების მიზნით შეთქმულებაში. უწყების ცნობით, დაკავებული იყო ასევე 35 წლის კაცი მას მერე, რაც დაინახეს, რომ ოთახიდან ადიოდა ჩანთით, რომელშიც დიდი რაოდენობის ნაღდი ფული იყო. ამავე ოთახში დააკავეს ბიზნესმენის 39 წლის პარტნიორი ქალის ყოფილი მეგობარი კაცი. სამივე დაკავებული გამოკითხეს და გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.
„ალფა-ჯგუფის“ პრესამსახურის განცხადებაში, რომელიც 3 დეკემბერს გაავრცელა, წერდა, რომ ფრიდმანი არ არის დაკავებული. თუმცა იქ არ იყო ნათქვამი, რომ ფრიდმანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.
ლონდონში რუსეთის საელჩომ 3 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოითხოვს დამატებით ინფორმაციას დაკავებულების შესახებ.
ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომელსაც უკრაინაში რუსეთის ომის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო. ბიზნესმენი სხვებთან ერთად ჩიოდა, რომ მას არავითარი გავლენა არ აქვს პუტინის პოლიტიკაზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32160446.html
Source: radiotavisupleba.ge