სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით 5319 მოქალაქე დაბრუნდა

0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებული დაბრუნების ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებითა და სახმელეთო გზით ამ დროისთვის საქართველოში 5319 ადამიანი დაბრუნდა. მათივე ინფორმაციით, COVID 19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ მონაცემები უწყების ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება. სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 11 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება 3571 მოქალაქეს აღმოუჩინეს.
#საგარეოსაქმეთასამინისტრო
#დაბრუნებულიმოქალაქეები
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0