დღეს ველოდებით 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას - ლევან რატიანი

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან. მათ შორის ერთი 35 კვირის ორსულია. „იცით, რომ ჩვენს კლინიკაში 2 ორსულია. მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე, როგორც ქალბატონების, ისე ნაყოფების, სტაბილურია. ერთ ქალბატონთან გუშინ გავიდა 14 დღე და მოვიდა უარყოფითი პასუხი. დღეს განმეორებით გაიგზავნება ანალიზი და თუ დღის ბოლომდე მოვიდა უარყოფითი პასუხი, ქალბატონი გაეწერება ბინაზე. დღეს ველოდებით უკვე 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას. ამასთანავე, იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არც ერთ მათგანთან კოვიდითვის დაახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტები მოთავსებულები არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი. იცით, რომ აქედან 37 პაციენტთან დადასტურებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონიის სურათი. გრძელდება მკურნალობა და მოიტორინგი, “ - განაცხადა ლევან რატიანმა.
#კორონავირუსი
#ლევანრატიანი
#გამოჯანმრთელება
#tbilisidaily
0