15 ივნისიდან გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმი, 1 ივლისიდან მივიღებთ უცხოელ ტურისტებს - გახარია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142989
პირველი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ტურისტები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გახარიამ აღნიშნა, რომ 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.
"ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან", - განაცხადა გახარიამ.