იტალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ბოლო 70 წლის განმავლობაში უძლიერესი გვალვის გამო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მდინარე პოს გარშემო მდებარე რეგიონებში, სადაც ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა. იტალიის ამ რეგიონებზე მოდის ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დაახლოებით მესამედი. საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები, მაგალითად, მომხმარებლისთვის წყლის ლიმიტირებულად მიწოდების გადაწყვეტილება. ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ხუთ რეგიონში. გადაუდებელი საჭიროებებისთვის გამოყოფილია 36.5 მილიონი ევრო. იტალიის ყველაზე გრძელი მდინარე პო სათავეს ალპებიდან იღებს და 652 კილომეტრზე მიედინება. მდინარის ბევრი მონაკვეთი ამჟამად მთლიანად დამშრალია, რაც გამოიწვია თითქმის უნალექო ზამთარმა და გაზაფხულმა და ცხელმა ზაფხულმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31929327.html

Source: radiotavisupleba.ge