სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა
Tbilisi Daily
ოკუპირებულ აფხაზეთში საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა. გურგენ კირაკოსიანი, სოხუმის კლინიკის მესამე სართულზე ქირურგიულ განყოფილებაში იწვა. ის პალატის ფანჯრიდან ზეწრის დახმარებით გადაძვრა. 32 წლის მამაკაცი სოფელ იაშთხვიდან იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვისაა დაკავებული. საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია.
გურგენ კირაკოსიანს პალატაში ხელბორკილი ედო, თუმცა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს სამინიტრო იუწყება, დილის მათი გახსნა მოახერხა, რამდენიმე ზეწარი ერთმანეთს გადააბა და დაახლოებით დილის 6 საათისთვის ფანჯრიდან გადაიპარა.
კირაკოსიანის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო ღონისძებები უკვე ხორციელდება. ამას გარდა იკვლევენ იმასაც, როგორც მოახერხა პატიმარმა გაპარვა და ხომ არ იკვეთება იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებსაც საავადმყოფოში პატიმრის ზედამხედველობა ევალებოდათ.
სოხუმი პატიმარი გაქცევა
TbilisiDaily