32 votes
1 comments
shares
Save
პაატა იმნაძე:მაისის პირველ რიცხვებში კორონა დამარცხებული იქნება!
429 reads
Gode Marr
Tbilisi · 4 months ago

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

აღნიშნული განცხადება, პაატა იმნაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გააკეთა.

ჩემი ვარაუდით მაისის პირველ რიცხვებში Covid19 დამარცხებული იქნება!

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 234 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 54 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4908 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.

#politics #news #opinion #coronavirus Tbilisi Kutaisi Batumi Sokhumi
Gode Marr
Tbilisi · 4 months ago
32
Write a comment