უჩვეულო ბოლო ზარი

Tbilisi Daily

ცარიელი საკლასო ოთახები და ეზოები - იქ, სადაც ამ დღეს მუდამ ჟრიამულია, ახლა უჩვეულო სიჩუმეა. არც ზარის ხმა ისმის, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლოჯერ უნდა დაირეკოს. არც სხვადასხვა ფერის კალმით აჭრელებული თეთრი მაისურებიანი გოგო-ბიჭების მოუსვენარი მოძრაობა ჩანს ეზოში - ერთმანეთს ხელწერილს რომ უტოვებენ - იუმორით და უკეთესი მომავლის სურვილებით სავსეს. მე-12 კლასელებისთვის დღეს სწავლა დასრულდა - თანაკლასელები ერთმანეთს და სკოლას დაემშვიდობნენ დისტანციურად. ბოლო ზარი აჭარაში დისტანციურად 3949 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა. #news#რეგიონი#აჭარა#12 კლასელები# უჩვეულო ბოლო ზარი#Tbilisi Daily#newsdaily#