შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 შემთხვევა გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 55 მოქალაქე დააჯარიმა.
#news
#politics
#Coronavirus