0
პანდემიამ ჰაერის დაბინძურება გლობალურად შეამცირა.✅ ?ტრანსპორტის მოძრაობისა და საწარმოების მუშაობის შემცირებამ აზოტის დიოქსიდის დონის კლება გამოიწვია - ამით კი დაგვანახა, როგორი იქნება მომავალი ნახშირბადის სიმცირის პირობებში. ✊ეს სტატია ეკუთვნის the Guardian-ს, შეიქმნა მისი და Climate Desk-ის კოლაბორაციის საფუძველზე. ?‍♂️ევროპული კოსმოსური სააგენტო ავრცელებს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს ჰაერის დაბინძურების დონის მკვეთრი კლება, რაც გამოწვეულია კორონა ვირუსის პანდემიის გამო საწარმოო საქმიანობის შეჩერებით ან შემცირებით. ?ერთ-ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ასეთი მოულოდნელი ცვლილებები „ყველაზე მასშტაბურ ექსპერიმენტს“ წარმოადგენს, სამრეწველო საქმიანობების თვალსაზრისით. ESA-ს (ევროპული კოსმოსური სააგენტო) თანამგზავრი “Sentinel-5P”-დან ჩანს, რომ აზიასა და ევროპის ქალაქებსა და ინდუსტრიულ კლასტერებში ბოლო 6 კვირის მანძილზე აზოტის დიოქსიდი (NO2) იმაზე მნიშვნელოვნად შემცირებულია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო. ?ცოტა რამ აზოტის დიოქსიდის (NO2) შესახებ: იგი წარმოიქმნება მანქანის ძრავისა და ელექტროსადგურების მუშაობის, ასევე სხვა სამრეწველო პროცესების შედეგად. ვარაუდობენ, რომ იგი ამძაფრებს რესპირატორულ დაავადებებს, მაგალითად, ასთმას. ❗️მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არის სათბურის აირი, ამ დამაბინძურებელს წარმოშობს იგივე საქმიანობა და ინდუსრტიული სექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ნახშირბადის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებაზე და იწვევს გლობალურ დათბობას. ✅✊პოლ მონკსი, ლესტერის უნივერსიტეტის ჰაერის დაბინძურების პროფესორი, არსებული რეალობიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ეს სამომავლოდ მნიშვნელოვანი გაკვეთილია. „ჩვენ ახლა უნებურად ვატარებთ ყველაზე დიდი მასშტაბის ექსპერიმენტს, რაც კი აქამდე ყოფილა, “ - თქვა მან, - „ჩვენ ვხედავთ, თუ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ნახშირბადის მცირე რაოდენობის წარმომქმნელი ეკონომიკის პირობებში. ადამიანების დაღუპვა ძალიან ცუდია, მაგრამ პანდემიამ შეიძლება მოგვცეს ამ საშინელი მდგომარეობიდან თავის დაღწევის იმედი და დაგვანახოს, რისი მიღწევა შეგვიძლია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.“ ✔️მონკსი, ვინც ბრიტანეთის მთავრობის ჰაერის ხარისხის სამეცნიერო მრჩეველთა ყოფილი წევრიცაა, ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირებამ შეიძლება არგოს ჯანმრთელობას, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამო ბევრ სიცოცხლეს ვკარგავთ. ✔️?”სავსებით შესაძლებელია, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირება ხელსაყრელი აღმოჩნდეს ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან, მაგალითად, ასთმით დაავადებული პაციენტები”, - თქვა მან. - ”ამან შეიძლება შეამციროს დაავადების გავრცელება. ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ზრდის ვირუსით დაინფიცირების შესაძლებლობას, რადგან ის ასუსტებს იმუნიტეტს და შემდეგ მარტივად ერევა მას. ასევე, სოფლის მეურნეობაც შეიძლება უფრო წარმატებული გახდეს პანდემიის პირობებში, რადგან დაბინძურება ხელს უშლის მცენარეთა ზრდას, “ - დასძინა მან. ?ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია NO2-ს აღწერს, როგორც "ტოქსიკურ აირს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ანთებას", თუ იგი 200 მიკროგრამზე მეტი კონცენტრაციით არის ერთ კუბურ მეტრში. დამაბინძურებელი ნაწილაკები შეიძლება იყოს პათოგენების გამომწვევი და ასევე ჯანმრთელობის არსებული პრობლემების გამწვავების განმაპირობებელი. ♻️♻️♻️ამჟამად ჯანმო იძიებს, შეიძლება, თუ - არა ჰაერის დაბინძურების ნაწილაკები იყოს კოვიდ -19-ს გავრცელების ხელშემწყობი და ხდის თუ არა ამ უკანსაკნელს უფრო მეტად სახიფათოს. ჰაერის დაბინძურების ყველაზე მკვეთრი კლება ჩანს ცენტრალური ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც იანვრის ბოლოდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. ეს არის ქალაქი, 11-მილიონიანი მოსახლეობით, სადაც არის ასობით ქარხანა და რომელიც მსოფლიო მასშტაბის კომპანიებს ამარაგებს მანქანის ნაწილებითა და სხვა აღჭურვილობით. ნასა-ს ინფორმაციით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ჩინეთში ჰაერის დაბინძურებამ 10%-დან 30%-მდე იკლო. ?აზოტის დიოქსიდის დონე ასევე შემცირდა სამხრეთ კორეაში. დიდი ხანია, ეს ქვეყანა ებრძვის დაბინძურებულ ჰაერს, რაც ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გამონაბოლქვისა და იქვე მდებარე ჩინეთის ინდუსტრიული ობიექტებით არის გამოწვეული. ამ უკანასკნელმა თავი აარიდა ყველა რეგიონის მკაცრ კარანტინში მოქცევას, თუმცა მაინც დეტალურად აღწერს და აკონტროლებს კორონავირუსის შემთხვევებს. ?განსაკუთრებით თვალშისაცემი კი ჩრდილოეთ იტალიის მდგომარეობაა, რადგან იქ არსებული ქარხნებიდან გამოსული დამაბინძურებელი ნაწილაკები ალპებისკენ მიდიოდა და პოს ხეობის ბოლოს ჩიხში აკუმულირდებოდა, რის შედეგადაც ეს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად ითვლებოდა. ❤️9 მარტის შემდეგ, რაც ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა, NO2-ის დონე მილანსა და ჩრდილოეთ იტალიის სხვა ქალაქებში 40%-ით შემცირდა. „ჰაერის ხარისხის ასეთი ცვლილების სხვა პრეცენდენტი არ გვაქვს“, - აცხადებს ვინსენტ-ჰენრი პეუჩი, კოპერნიკის ატმოსფეროს სამსახურის დირექტორი, - „წარსულში ამინდის გამო ერთი დღის განმავლობაში გვქონია კონკრეტული ცვლილებები, მაგრამ არანაირი სიგნალი არ ყოფილა გამონაბოლქვის შემცირების შესახებ და თან ასეთ გრძელ ვადებში. ” ??არებული მოცემულობის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს საქმიანობის შენელება იტალიის ინდუსტრიულ მხარეში. მეორე საგზაო მოძრაობის შემცირებაა, რაზეც ევროპაში აზოტის დიოქსიდის გავრცელების ყველაზე დიდი წილი მოდის. ?პუჩის თქმით, თანამგზავრები ახლა იწყებენ ანალოგიური სიგნალების არჩევას ევროპის სხვა ქალაქებში, რომლებიც გადადიან კარანტინის რეჟიმზე, თუმცა მო
0