კირა ჩემი სიყვარული ანუ იაგამი ლაითი

0
"სიკვდილის დღიური " ს პერსონაჟია. Death note - იაპონური მანგა , ილუსტრირებულია ტაკეში ობატას მიერ 2003 წელს . გირჩევთ ნახოთ ეს მანგა აუცილებლად ?? სკოლის მოსწავლე იაგამი ლაითი იპოვის ზებუნებრივ დღიურს, რომლის მეშვეობით მას შეუძლია ჩაწეროს მსხვერპლის სახელი და გვარი დღიურში და მოკლას "არასასურველი ადამიანი " . მას სურს შექმნას სუფთა სამყარო ბოროტების გარეშე , ღმერთობას ითავებს , თუმცა უამრავ წინააღმდეგობას შეხვდება... სხვისი სიცოცხლის ხელყოფა არ არის სწორი , ბოროტებაზე ბოროტებით შეპასუხება დამღუპველია და საშინელი შედეგები შეიძლება მოიტანოს ... ( ფილმი საშინლად არ მომეწონა, Netflix-მა გადაიღო) .. ფსიქოლოგიური ჟანრის ანიმე , დახუნძლული მნიშვნელოვანი პასაჟებით . რამდენიმე აზრიან/ფრთიანი გამონათქვამი ? " სანამ მოქმედებას არ დაიწყებთ , არაფერი არ შეიცვლება " მისა "საბოლოოდ უდიდეს მოტივაციას შურისძიება გვაძლევს" მელო "დრო მოვიდა საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვრო " მელო " ადამიანური სამყარო მოსაწყენი ადგილია, მოსაწყენი ადამიანებით, რომლებიც მოსაწყენ რამეებს სჩადიან" რიუკი " ადამიანები მსგავსად კვდებიან , თუ სად წავლენ სიკვდილის შემდეგ , ამას წყვეტს ღმერთი - არარა" რიუკი " არავითარი ჯოჯოხეთი და სამოთხე არ არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა რას იზამ , როცა ცოცხალი ხარ , ყოველი ადამიანი ერთ ადგილზე ხვდება .სიკვდილი ყველას ათანაბრებს " ელი " ამ სამყაროში უამრავი ურჩხული არსებობს, ერთნი არ ამხელენ მათ ვინაობას და მეორენი წარმოშობენ პრობლემებს. ასევე , ურჩხულები, რომლებიც იტაცებენ ბავშვებს და ურჩხულები, რომლებიც გვიჭამენ ოცნებებს, სისხლის მწოველ ურჩხულებსაც შეხვდებით , მაგრამ ყველაზე საზარელი მათ შორის არიან ისინი, ვინც ტყუის" ელი " მე სიმართლეს ვამბობდი და ყველას ტკივილს ვიყენებდი" იაგამი ლაითი
#goodplaces
#opinion
#art
#photo
0