შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გორის გამშვები პუნქტები მოინახულა

0
"შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოადგილესთან ამირან ქრისტესიაშვილთან და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურთან როლანდ ძნელაძესთან ერთად გორის შესასვლელებში მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოინახულა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. რწმუნებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა და გამშვებ პუნქტებში არსებული ვითარების და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ასევე, მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგის პროცესსაც დაესწრო. გამშვებ პუნქტებზე ყოველდღიურად საშუალოდ 7000-მდე პირი მოწმდება. გორში შემსვლელ და გამსვლელ ძირითად გზებზე საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. შიდა ქართლში ამოქმედებულია საგანგებო საოპერაციო შტაბიც, რომელსაც მხარის რწმუნებული ხელმძღვანელობს"- ნათქვამია სახელმწიფო რწმუნეუულის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. შეგახსენებთ, ამ დრომდე შიდა ქართლში ახალი კორონა ვირუსის არცერთი ფაქტი არაა დაფიქსირებული.
#შიდაქართლი
#რწმუნებულები
#კარანტინი
#კორონავირუსი
0