ზუგდიდში, მაწანწალა ძაღლებისთვის დადგმული სახლი მოიპარეს.

0
ზუგდიდში, მაწანწალა ძაღლებისთვის დადგმული სახლი მოიპარეს. ძმები ლოგუების ინიციატივით, , , სალამი ყველა მაწანწალას” აქციის ფარგლებში, მაწანწალა ძაღლებისთვის დადგმული სახლი მოიპარეს. ერთ-ერთი ძმის თქმით, გუშინ, 10 აპრილს მათ მიერ სამეგრელოს რეგიონულ არქვითან დადგმული სახლი აღარ დახვდა. მანამდე დადგმული ძველი სახლი კი ისევ ადგილზეა. სახლი სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინაა მოპარული. ამასთან დაკავშირებით დავით ლოგუა განცხადებას აკეთებს: "ძველი სახლისთვის ხელი არ უხლიათ, ალბათ ესთეტიურობა დაუწუნეს. ასე იქცევიან ქურდები, რომლებიც მტრობენ როგორც საზოგადოებრივ ისე კერძო სიკეთეებს" ძმები იმედს იტოვებენ, რომ მოპარულ სახლს მალევე დაიბრუნებენ.
#ზუგდიდი
#სალამიყველამაწანწალას
#სახლი
#მაწანწალაძაღლები
#ქურდობა
#zugdididaily
0