გაუქმდება თუ არა მინეაპოლისის პოლიცია

Tbilisi Daily

მინეაპოლისის საქალაქო საბჭოს 13 წევრიდან 9 ქალაქის პოლიციის სრულად გაუქმებას ითხოვს. მათი თქმით, უნდა შეიქმნას სამოქალაქო უსაფღრთხოების ახალი მოდელი“. საბჭოს წევრების იდეა პოლიციის დეპარტამენტის სრულად გაუქმების შესახებ არ მოსწონს მინეაპოლისის მერს. „ჩვენ აბსოლუტური კულტურული ცვლილება გვჭირდება იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტი. ვუჭერ თუ არა მხარს პოლიციის სრულად გაუქმებას? არა, არ ვუჭერ“, - განაცხადა მინეაპოლისის მერმა. ჯეიკობ ფრეის თქმით, ის საქალაქო საბჭოს წევრებთან ამ საკითხის დეტალურად შესწავლას აპირებს, რათა უკეთ გაიგოს, თუ რას გულისხმობენ ისინი პოლიციის გაუქმებაში. მინეაპოლისი პოლიცია მერი პროტესტი tbilisidaily